ძირკვაძეების საჯარო სკოლის მასწავლებლები - დონარ აბულაძე და დალი შავაძე პედაგოგთა რაიონულ კონფერენციაზე წარმატებით წარდგნენ
26-12-2022
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ძირკვაძეების საჯარო სკოლის მასწავლებლები კარიერულ განვითარებასა და წინსვლაზე აქტიურად ზრუნავენ. ამ მიზნით ისინი სხვადასხვა საინტერესო აქტივობასა თუ პროექტში ერთვებიან. 

ამჯერად, ორი მათგანი - დონარ აბულაძე და დალი შავაძე პედაგოგთა რაიონულ კონფერენციაზე წარსდგა. მათი გამოსვლა საინტერესო იყო. 

კონფერენციას განახლების საჯარო სკოლამ უმაპსინძლა. ღონისძიების ბოლოს მათ სერტიფიკატები ხულოს საგანმანათლებლო რესურცენტრის უფროსმა ედუარდ მიქელაძემ  გადასცა.

„ძირკვაძეების საჯარო სკოლის სახელით, გვსურს მადლობა გადავუხადოთ ღონისძიების ორგანიზატორებს ხულოს რესურსცენტრის ხელმძღვანელს ბატონ ედუარდ მიქელაძეს, განახლების საჯარო სკოლას, დირექტორს ლიანა ბოლქვაძეს, მასწავლებელ დარიკო მელაძეს კონფერენციის მაღალ დონეზე ჩატარებისათვის და წარმატებები ვუსურვოთ მათ მომავალშიც“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203