გუმბათის საჯარო სკოლაში ინტლექტუალური შეჯიბრი გაიმართა
26-12-2022
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ გუმბათის საჯარო სკოლაში კლუბურ მუშაობას დიდი ყურადღება ეთმობა. 

ამჯერად, სკოლაში ცირა კახაძის ხელმძღვანელობით, ინტელექტუალური კლუბი შეიქმნა. ჩატარდა თამაში - „ყველაზე ჭკვიანი“, რომელშიც სამი გუნდი მონაწილეობდა. 

მათი კაპიტნები საბა საგინაძე, ლიზი ბერიძე, ელენე მიქელაძე იყვნენ. მოსწავლეებმა ღირსეულად იასპარეზეს, შესაძლებლობები გამოავლინეს და ცოდნა კიდევ უფრო გაიღრმავეს.

„თამაში საოცრად საინტეტესო გამოვიდა. ფორმატი შევცვალე, თამაში არა ინდივიდუალურად მიმდინარეობდა, არამედ ჯგუფურად, ჰყავდათ ერთი მოპასუხე, თუმცა მთელი გუნდი ერთად აზროვნებდა და სწორ პასუხამდე მიდიოდნენ. ექვს საგანს შორის იყო პაექრობა.საინტერესო და დასამახსოვრებელი იყო, ბავშვები კმაყოფილები. მადლობა გუმბათის სკოლის აქტიურ მოსწავლეებს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203