„როგორ ხვდებიან შობა-ახალ წელს საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში?“-ველისციხის საჯარო სკოლის მოსწავლეთა საინტერესო ინგლისურენოვანი პროექტი
26-12-2022

გურჯაანის მუნიციპალიტეტის, სოფელ ველისციხის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. სკოლის IX კლასის მოსწავლეებმა, ინგლისური ენის წამყვანი პედაგოგის - ნინო გურგენაშვილის ხელმძღვანელობით, ინგლისურ ენაზე პროექტი - „როგორ ხვდებიან შობა-ახალ წელს საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში“ განახორციელეს.

თემა სხვადასხვა ხალხის ტრადიციებსა და კულტურას ეხებოდა - „მულტიკულტურიზმი“ ქვეყნები: კორეა, პორტუგალია, იტალია, საფრანგეთი, საქართველო.

სამოქალაქო განათლების მენტორი მასწავლებელის ნანა ნიკოლაშვილის თქმით, მოსწავლეებმა საინტერესო ინფორმაციები მოიძიეს, ასევე  PP სლაიდის მეშვეობით,  შექმნეს პოსტერები და ელექტრო რესურსები.

„მოსწავლეებმა მოცემული ქვეყნისთვის ტრადიციული საახალწლო კერძი და ტკბილეული მოამზადეს. საჭირო ლექსიკური ერთეულის და სტრუქტურის გამოყენებით პრეზენტაცია წარმოადგინეს, სადაც მოიწვიეს მშობლები“, - გვიყვება პედაგოგი. 

აღსანიშნავია, რომ მშობლების მოწვევამ გაზარდა მათი ჩართულობა შვილების სასწავლო პროცესში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203