თბილისის N129 საჯარო სკოლაში მეშვიდეკლასელი თამარ მეგრელიშვილის ნახატების გამოფენა მოეწყო
26-12-2022

თბილისის N129 საჯარო სკოლაში, დირექციის ხელშეწყობით, მე-74 კლასის მოსწავლის თამარ მეგრელიშვილის ნახატების პერსონალური გამოფენა მოეწყო.

თამარის კლასის დამრიგებელი ე. ჭადაშვილი გახლავთ.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, გამოფენაზე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა ტექნიკასა და ჟანრში შესრულებული ნამუშევრები.

ნახატების დასათვალიერებლად გამოფენას ეწვივნენ თანაკლასელები, სკოლის მოსწავლეები, მასწავლებლები და მშობლები.

გამოფენა ძალიან მრავალფეროვანი იყო. მნახველები ძალიან ნასიამოვნები დარჩნენ.

თბილისის N129 საჯარო სკოლაში, დიდი ყურადღება ექცევა მოსწავლეების შესაძლებლობების წარმოჩენას და მათი შემოქმედებითი უნარების განვითარებას.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203