ბარალეთის N1 საჯარო სკოლაში საახალწლო ღონისძიება გაიმართა
26-12-2022

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარალეთის N1 საჯარო სკოლაში საახალწლო სამზადისია. სკოლამ მასშტაბური საახალწლო ღონისძიება ჩაატარა, რომელშიც მთელი სკოლა ჩაერთო.

ბავშვებმა და სკოლის პერსონალმა მშობლებს წინა საახალწლო განწყობა შეუქმნეს. იცეკვეს, ითამაშეს, სიტყვით გამოვიდნენ და სხვადასხვა  სკეტჩი გაითამაშეს.  

მოსწავლეებმა საკუთარი შესაძლებლობები გამოავლინეს და დრო ხალისიანად გაატარეს. ღონისძიების დასასრულს ყველანი დადებითი ემოციებით დაიმუხტნენ.

„ჩვენი სკოლა დამდეგ შობა-ახალ წელს ყველას ულოცავს და ყველაფერ საუკეთესოს უსურვებს“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203