ზემო ხვედურეთის საჯარო სკოლის მერვეკლასელებმა საქველმოქმედო აქცია განახორციელეს
26-12-2022
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხვედურეთის საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეებმა, თემში მცხოვრებ ერთ-ერთ სოციალურად დაუცველ, მრავალშვილიან ოჯახს საახალწლოდ პროდუქტები გადასცეს.

მოსწავლეებისთვის ეს დღე ძალიან ემოციური იყო, მოხარულები დარჩნენ, რომ ერთი ოჯახის გახარება შეძლეს და იმედოვნებენ, ხშირად ექნებათ ამ და სხვა ოჯახების გახარების შესაძლებლობა.

საქველმოქმედო ღონისძიებების განხორციელება, მოსწავლეებს პატარა ასაკიდანვე აჩვევს ჰუმანურობას, უჩენს თანადგომისა და დახმარების სურვილს, ყოველივე ეს კი, მნიშვნელოვანია კეთილშობილი საზოგადოების ჩამოყალიბებისთვის

„მადლობას ვუხდი ჩემს მოსწავლეებს და მათ ოჯახებს თანადგომისთვის და კეთილი საქმის კეთებისთვის“,- აღნიშნავს კლასის ხელმძღვანელი.

იხილეთ ფოტო:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203