კიცხის, ვარძიისა და ბორის საჯარო სკოლების მოსწავლეები საახალწლო კარნავალში მონაწილეობდნენ
26-12-2022

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ კიცხის საჯარო სკოლაში საახალწლო კარნავალი ჩატარდა.

მასში კიცხის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ერთად, ვარძიისა და ბორის სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. ისინი აქტივობაში მონდომებით ჩაერთნენ, შესაძლებლობები გამოავლინეს, ბოლოს კი საახალწლო ტკბილეული გადეცათ.

ვარძიის საჯარო სკოლამ ღირსეულად წარადგინა 4 სხვადასხვა ნომერი - ცეკვა, სიმღერა, დადგმა და სადღეგრძელო. მოსწავლეებს მასწავლებლები - მაკა ხიჯაკაძე და მაყვალა ხიჯაკაძე უძღავებოდნენ. 

აღნიშნული საახალწლო კარნავალი ხარაგაულის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებითა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის მხარდაჭერით მიმდინარეობს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203