თბილისის N103 საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეებმა ხელოვნების გაკვეთილზე მხატვარს უმასპინძლეს
26-12-2022

თბილისის N103 საჯარო სკოლაში, მასწავლებლები მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების განვითარებისთვის აქტიურად ზრუნავენ, სწორედ ამ მიზნით, მათ მე-3 კლასის მოსწავლეებისთვის ხელოვნების გაკვეთილზე სტუმრად მხატვარი - თამარ თამარაძე მიიწვიეს.

მოწვეულმა სტუმარმა ბავშვებს ხელოვნების შესახებ საინტერესო ინფორმაციები გააცნო, საკუთარი ულამაზესი ნამუშევრები აჩვენა და ხატვაში მასტერკლასი ჩაუტარა.

როგორს სკოლაში გვითხრეს, პატარებმა პორტრეტი და ზამთრის პეიზაჟი შესანიშნავად შეასრულეს.

„მინდა, უღრმესი მადლობა გადავუხადო თამუნას საინტერესო და დაუვიწყარი გაკვეთილისთვის“,- აღნიშნეს მე-3 კლასის დამრიგებელმა მანანა მუჩიაშვილმა.

მსგავსი აქტივობები და შეხვედრები მოსწავლეთა განვითარებისთვის და მოტივაციის ამაღლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.  

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203