„მხიარული გეოგრაფები“ - ფერეთის საჯარო სკოლაში ვიქტორინა ჩატარდა
26-12-2022

ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერეთის საჯარო სკოლაში, როგორც მოსწავლეთა ცოდნის ისე მათი ანალიტიკური და ინტელექტუალური უნარების განვითარებას დიდი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით, სკოლაში არაერთი საგანმანათლებლო ღონისძიება ტარდება. 

ამჯერად, სკოლაში VIII, IX, XI კლასებს შორის ვიქტორინა - „მხიარული გეოგრაფები“ ჩატარდა. 

თამაში საინტერესოდ წარიმართა. მოსწავლეებმა 10 კითხვას გასცეს პასუხი. ვიქტორინაში სამი გუნდი - „ნიკე“, „ოლიმპო“ და „მეკობრეები“, მონაწილეობდა. მოსწავლეები კითხვა-პასუხის რეჟიმში აქტიურად ჩაერთნენ და ცოდნა და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. გამარჯვებული გახდა გუნდი „ოლიმპო“.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203