ნინოწმინდის N1 საჯარო სკოლაში შაშსა და ჭადრაკში ტურნირი ჩატარდა
26-12-2022

ნინოწმინდის N1 საჯარო სკოლის, მე-7 კლასებს შორის, ჭადრაკისა და შაშის შეჯიბრი გაიმართა. მოსწავლეები აქტიურად და დიდი მონდომებით იყვნენ ჩართულნი.

მსგავსი თამაშების ჩატარება, მოსწავლეების სააზროვნო და ტექნიკური უნარების განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მოსწავლეები კონკურენტულ გარემოში თავის წარმოჩენასა და პირველობისთვის ბრძოლას ეჩვევიან.

ნინოწმინდის N1 საჯარო სკოლაში ხშირად ხორციელდება ისეთი შემეცნებითი და გასართობი აქტივობები, რომლებიც მოსწავლეების მოტივაციის ამაღლებას, მათი აქტიურობის გაზრდასა და აკადემიური მოსწრების გაუმჯობესებას უწყობს ხელს.

სკოლის დირექცია მადლობას უხდის მოსწავლეებს ასეთი აქტიურობისთვის და მომავალ საქმიანობებში წარმატებას უსურვებს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203