მეორე ობჩის საჯარო სკოლის VIII-IX კლასის მოსწავლეები ტანსაცმლის დამზადების საწყისებს სწავლობენ
26-12-2022
ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ მეორე ობჩის საჯარო სკოლას ნიჭიერი, მიზანდასახული, ბეჯითი და შედეგზე ორიენტირებული მოსწავლეები ჰყავს.
ისინი საინტერესო აქტივობებში ხშირად და დიდი ინტერესით მონაწილეობენ. აღსანიშნავია, რომ VIII-IX კლასის მოსწავლეები პროფესიული უნარების განვითარების ქვეპროგრამის სასწავლო კურსში - „ტანსაცმლის დამზადების საწყისები“ აქტიურად არიან ჩართული.
მოსწავლეები საინტერესო ხელობას ეუბლებიან, შესაძლებლობებს ავლენენ და თეორიულ ცოდნას პრაქტიკაში იყენებენ.