„ჩემი ორიგინალური ნაძვის ხე“ - ყაურმის საჯარო სკოლის მე-4 კლასში საინტერესო ღია გაკვეთილი ჩატარდა
26-12-2022
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ყაურმის საჯარო სკოლის მე-4 კლასში, ჩატარდა ღია გაკვეთილი თემაზე - „ჩემი ორიგინალური ნაძვის ხე“, რომელსაც მასწავლებელი ლია ტონოიანი ხელმძღვანელობდა.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ბავშვებმა მოამზადეს პრეზენტაცია თავიანთ ნამუშევარზე და კლასის წინაშე წარადგინეს.
მოსწავლეებმა საკლასო ოთახი თავისივე შექმნილი საახალწლო დეკორაციებით მორთეს, აიმაღლეს საზეიმო განწყობა და მოუთმენლად ელიან ახალი წლის ჯადოსნურ დღესასწაულს.
მოსწავლეებისთვის ჩატარებული ღია გაკვეთილი ძალიან სახალისო და დასამახსოვრებელი იყო. მათ მიეცათ შესაძლებლობა წარმოეჩინათ საკუთარი უნარები და შესაძლებლობები.
მსგავსი სახის გაკვეთილების ჩატარება ძალიან მნიშვნელოვანია მოსწავლეების განწყობის ამაღლების, მოტივაციის გაზრდისა და საგაკვეთილო პროცესში აქტიურად ჩართულობისთვის
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს