„ოქრომრავალი კოლხეთი“ - შუამთას საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საინტერესო პროექტზე იმუშავეს
26-12-2022

ტიციან ტაბიძის სახელობის ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ შუამთას საჯარო სკოლის მე-10 კლასში, ხელოვნების მასწავლებლის, ნანა ნიკოლეიშვილის ხელმძღვანელობით,  საინტერესო პროექტი - „ოქრომრავალი კოლხეთი“ განხორციელდა.

პროექტის ფარგლებში, მოსწავლეებმა საინფორმაციო ბუკლეტი, პლაკატი და ელექტრონული სასწავლო რესურსი შექმნეს. ბავშვები ვანის არქეოლოგიურ მუზეუმს ესტუმრნენ და დრო საინტერესოდ გაატარეს.

„ჩემი დიდი პატივისცემა და სიყვარული დაუზარებელ, ნიჭიერ მასწავლებელს და უჭკვიანეს მოსწავლეებს“,- აცხადებს სკოლის დირექტორი ლალი სულაბერიძე.

აღსანისნავია, რომ მსგავსი პროექტები და გასვლითი გაკვეთილები მოსწავლეების განვითარებისთვის და მოტივაციის ამაღლებისთვის ძალიან მნიშნველოვანია.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203