
პოლკოვნიკ ტარიელ შარიფაშვილის სახელობის კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხანდაკის საჯარო სკოლის VII კლასში, პროექტი - „школа моей мечты“ განხორციელდა.
პროექტს რუსული ენის პედაგოგი, თამილა ბაზანდარაშვილი ხელმძღვანელობდა.
პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა შექმნეს მათთვის საოცნებო სკოლის მოდელი, გააკეთეს პლაკატები და წარადგინეს პრეზენტაცია.
აქტივობა ძალიან სახალისო აღმოჩნდა, მოსწავლეები დიდი მონდომებით ჩაერთნენ საგაკვეთილო პროცესში და იმედოვნებენ, რომ ხშირად მოუწევთ მსგავსი დავალებების შესრულება.
სკოლის დირექცია მადლობას უხდის მასწავლებელს საინტერესო გაკვეთილისთვის, მოსწავლეებს კი, აქტიურობისა და ჩართულობისთვის.
იხილეთ ფოტოები: