უჩამბის საჯარო სკოლაში წინასაახალწლო ღონისძიება გაიმართა 
26-12-2022

შუახევის მუნიციპალიტეტის, სოფელ უჩამბის საჯარო სკოლაში საზეიმო განწყობაა. სკოლაში საზეიმო ღონისძიება გაიმართა.

მოსწავლეები საახალწლო ღონისძიებაში აქტიურად ჩაერთვნენ და მრავალფეროვანი აქტივობები შეასრულეს.

ბავშვებმა შესაძლებლობები გამოავლინეს: იცეკვეს, სხვადასხვა მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაუკრეს, სიმღერები შეასრულეს და დრო ხალისიდანად გაატარეს. ღონისძიების ბოლოს ყველანი დადებითი ემოციებით დაიმუხტნენ.

ღონისძიების ორგანიზატორი ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი - ციური ველიაძე გახლდათ.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203