დარჩება, თუ არა განათლებისა და მეცნიერების მინისტრად ალექსანდრე ჯეჯელავა - რა განცხადებას აკეთებს განათლების მინისტრი
07-11-2016
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა დარწმუნებულია, რომ მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობაში იქნება. 

"ვფიქრობ, რომ რამდენიმე დღეში, პრემიერ-მინისტრი მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობას გამოაცხადებს. ჩემი საკითხიც, რა თქმა უნდა, პრემიერის გადასაწყვეტია, თუმცა, თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ახალ შემადგენლობაში ვიქნები",- განუცხადა ჟურნალისტებს "ქართული ოცნების" სხდომის დასრულების შემდეგ ალექსანდრე ჯეჯელავამ.

"ქართული ოცნების" პოლიტსაბჭომ და საპარლამენტო უმრავლესობამ საპარლამენტო თანამდებობებზე კანდიდატები 6 ნოემბერს დაასახელა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203