თეთრიწყლების საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა საახალწლო ღონისძიება გამართეს
26-12-2022
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ თეთრიწყლების საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა საახალწლო ღონისძიება ჩაატარეს.
მოსწავლეები მის მიმდინარეობაში დიდი მონდომებით ჩაერთნენ, წაიკითხეს ლექსები, შეასრულეს საახალწლო სიმღერები, იცეკვეს და შარლ პეროს ზღაპარი „წითელქუდა“ წარადგინეს.
საინტერესო და სახალისო ღონისძიებისთვის მოსწავლეებმა და დაწყებითი კლასების მასწავლებლებმა მოწვეული სტუმრებისგან განსაკუთრებული მადლობა დაიმსახურეს. პატარებთან ბოლოს თოვლის ბაბუაც მივიდა და საჩუქრები დაურიგა.
მოსწავლეებმა, ხელოვნების მასწავლებლის ხელმძღვანელობით, ნახატების გამოფენაც მოაწყვეს.
„პატარების მხიარულებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა მათთან თოვლის პაპა მობრძანდა და ისინი დაასაჩუქრა“,- აღნიშნავენ სკოლაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს