
გურამ უჯმაჯურიძის სახელობის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბასილეთის საჯარო სკოლაში კინოხელოვნების პოპულარიზაციას და ამის საშუალებით მოსწავლეთა კრიტიკული აზროვნების განვითარებას დიდი ყურადღება ექცევა.
სკოლაში წარმატებით ფუნქციონირებს კინოკლუბი „ილუზიონი“.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, კლუბის მიზანია მოსწავლეთა ინტელექტუალური პოტენციალის მაქსიმალური წარმოჩენა, ზოგადი განათლების გაღრმავება და სასკოლო ცხოვრების გამრავალფეროვნება.
კინოჩვენება კვირაში ერთხელ ეწყობა, ხდება ფილმში წარმოჩენილი პრობლემის ამოცნობა, რასაც მოსწავლეთა მსჯელობა მოსდევს.
იხილეთ ფოტო: