იანეულის საჯარო სკოლის შემოქმედი მოსწავლეები და მათი შექმნილი ორიგინალური საახალწლო ნაძვის ხეები
26-12-2022

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეულის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების განვითარებას დიდი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით, პედაგოგები მოსწავლეებს სხვადასხვა ღონისძიებას, აქტივობასა თუ კონკურსს სთავაზობენ და მათი შესაძლებლობების წარმოჩენას ცდილობენ. 

ამჯერად, სკოლაში სპორტისა და ესთეტიკის კათედრის ორგანიზებით, რომლის ხელმძღვანელი ნონა ურუშაძე გახლავთ, შემოქმედებითი აქტივობა - „საახალწლო ნაძვის ხე“ მოეწყო. 

მოსწავლეებმა ხელნაკეთი ორიგინალური საახალწლო ხეები შექმნეს და ნამუშევრები გამოფინეს. 

მოსწავლეთა შექმნილი ნაძვის ხეები შთამბეჭდავი სანახავია. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203