ტურცხის საჯარო სკოლის წამყვანმა მასწავლებელმა, თამარ დევდარიანმა მოსწავლეებს საინტერესო ღია გაკვეთილი შესთავაზა
26-12-2022

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ტურცხის საჯარო სკოლის მასწავლებლები მოსწავლეებს მეტად საინტერესო სასწავლო პროცესს სთავაზობენ და მათი ცოდნის გაღრმავებასა და განმტიკიცებას მრავალფეროვანი აქტივობებით ცდილობენ. 

მათ შორის, აღსანიშნავია, სკოლის ქართულის, როგორც მეორე ენის წამყვანი მასწავლებლის - თამარ დევდარიანის საინტერესო ღია გაკვეთილი. 

გაკვეთილის თემა გახლდათ - „ტყეში“ და ის მე-4 კლასში ჩატარდა. 

პედაგოგმა გაკვეთილზე გამოიყენა მრავალფეროვანი აქტივობები, რესურსები და სწავლების განსხვავებული მეთოდები. მოსწავლეები აქტივობებში ხალისითა და ინტერესით ჩაერთვნენ და ცოდნა და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. 

მოსწავლეებისა და დამსწრე პედაგოგებისათვის გაკვეთილი ძალზედ საინტერესო და შთამბეჭდავი აღმოჩნდა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203