დღვანის საჯარო სკოლაში შთამბეჭდავი საახალწლო ღონისძიება მოეწყო
26-12-2022
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ დღვანის საჯარო სკოლაში სადღესასწაულო განწყობაა. პედაგოგები მოსწავლეთა მოტივირებასა და შემოქმედებითი უნარების განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ.
სწორედ ამ მიზნით, სკოლაში საახალწლო ღონისძიება გაიმართა. მის მიმდინარეობაში მოსწავლეები დიდი მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ, შესაძლებლობები გამოავლინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
საახალწლო განწყობას სადღესასწაულო კოსტუმები და შესაბამისი წარმოდგენები კიდევ უფრო ამაღლებდა. მოსწავლეებმა შობა-ახალი წლის დადგომა უკრაინელ თანატოლებსაც მიულოცეს.
ღონისძიებამ ძალიან ნაყოფიერად და საინტერესოდ ჩაიარა.
„დღვანის საჯარო სკოლა სრულიად საქართველოს ულოცავს დამდეგ შობა ახალ 2023 წელს. დაე, ეს წელი ყოფილიყოს მშვიდობის, ხვავის, ბარაქის, სიხარულის, სიყვარულისა და საქართველოს გამთლიანების! გილოცავთ, გილოცავთ მრავალს დაესწარით“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ მისალოც წერილში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს