ქუთაისის N7 საჯარო სკოლის მეორეკლასელთა საახალწლო სამზადისი და შთამბეჭდავი ვიზიტი მარანში
26-12-2022

ქუთაისის N7 საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეები „მათეს მარანს“, ესტუმრნენ და წინასაახალწლო განწყობა კიდევ უფრო აიმაღლეს.

მოსწავლეებისთვის გასვლითი პროექტი ძალიან საინტერესო და სახალისო აღმოჩნდა. თავისი ხელით მოამზადეს კერძები და სტუმრებს გაუმასპინძლდნენ.

შეხვდნენ თოვლის ბაბუას, გააცნეს თავისი საახალწლო სურვილები და ბევრი სამახსოვრო ფოტო გადაიღეს.

მოსწავლეებითვის ეს დღე ძალიან სახალისო და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა. კიდევ უფრო დიდი სიხარულითა და მონდომებით ელიან ახალი წლის დღესასწაულს.

იხილეთ ვიდეო ბმულზე:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203