თელავის N5 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებმა რეტრო-კარნავალი მოაწყვეს
26-12-2022
თელავის N5 საჯარო სკოლაში საინტერესო და შემოქმედებითი აქტივობები ხშირად იმართება, რომელთა მიმდინარეობაშიც მოსწავლეები დიდი მონდომებით ერთვებიან.
ისინი კრეატიულ ღონისძიებებს თავადაც გეგმავენ ხოლმე. ამჯერად, მე-10 კლასის მოსწავლეებმა კარნავალი რეტრო სტილში მოაწყვეს. მათ შესაბამსი, თემატური სამოსი მოირგეს, დრო სასიამოვნოდ გაატარეს და სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს.
განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ღონისძიება ძალიან საინტერესო, ნაყოფიერი და შემოქმედებითი იყო.