„ჩვენი საქართველო“- ორლოვკის საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეებმა საინტერესო პრეზენტაცია გამართეს
26-12-2022
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ორლოვკის საჯარო სკოლაში გეოგრაფიის მასწავლებლის, ვარტანუშ სეირანიანის ხელმძღვანელობით, IX კლასის მოსწავლეებმა თემაზე -„ჩვენი საქართველო“, პრეზენტაცია გამართეს.

მოსწავლეებმა ისაუბრეს, როგორც საქართველოს ღირსშესანიშნაობების შესახებ, ასევე საქართველოს რეგიონებზე, მათ ტრადიციებზე, ქვეყანაში არსებულ მდინარეებსა და ტბებზე.

ხალხურ ლეგენდებსა და ისტორიებზე საინტერესო და სახალისო ინფორმაციები მოიძიეს.

შეხვედრა კიდევ უფრო შთამბეჭდავი გახადა, მოსწავლეების მიერ წარდგენილმა ქორეოგრაფიულმა ნომრებმა.

როგორც სკოლის დირექცია გვამცნობს, გაკვეთილი ძალიან საინტერესოდ წარიმართა, მოსწავლეებმა კიდევ უფრო მეტი ისწავლეს საქართველოს შესახებ. მათთვის ამ თემაზე მუშაობა ძალიან სახალისო აღმოჩნდა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203