ვაჩიანის საჯარო სკოლის მეხუთეკლასელებმა მრავალფეროვანი საახალწლო ღონისძიება გამართეს 
26-12-2022

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩიანის საჯარო სკოლაში წინასაახალწლო განწყობაა. V და V კლასებში სკოლის მასწავლებელმა, საიდა კარაპეტიანმა ჩაატარა საახალწლო ზეიმი, რომელშიც მოსწავლეები აქტიურად ჩაერთვნენ.

მოსწავლეები საზეიმო კოსტიუმებში გამოეწყვნენ, ცხოველების ნიღბები მოირგეს, იმღერეს, იცეკვეს,  შესაძლებლობები გამოავლინეს და დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურეს.

როგორც სკოლაში გვითხრეს, მოსწავლეებმა  თითოეული აქტივობა ხალისით შეასრულეს და დრო საინტერესოდ გაატარეს.

ბავშვებმა ზეიმის დასრულებისას ერთმანეთს საახალწლო საჩუქრები გადასცეს და ყველას ბენდიერი შობა-ახალი წელი უსურვეს.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ღონისძიებები მოსწავლეებს შესაძლებლობებისა და უნარების გამოვლენაში ეხმარება, რაც მათ მოტივაციას უმაღლებს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203