ქუთაისის N12 სკოლის მოსწავლეებმა საგანმანათლებლო-შემოქმედებით პროექტში წარმატება მოიპოვეს
26-12-2022
ქუთაისის N12 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, საგანმანათლებლო-შემოქმედებით პროექტ „მეოცნებე ნიამორების“ ფარგლებში, თავიანთი შემოქმედებითი ნამუშევრები ღირსეულად წარმოაჩინეს და დიდი მოწონება დაიმსახურეს.

პროექტი ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერით ხორციელდება.

პროექტის ფარგლებში, მოსწავლეთა მიღწეული წარმატებებია:

  • III საპრიზო ადგილი - მარიამ გაჩეჩილაძე, მე-6 კლასის მოსწავლე (ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მ. სართანია) დაჯილდოვდა სიგელითა და ფულადი პრემიით.
  • ქების სიგელი - თეკლა გიორგაძე, მე-8 კლასის მოსწავლე  (ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მ. ჩეჩელაშვილი) და ელენე თათელიშვილი, მე-5 კლასის მოსწავლე (ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ვ. ბახტაძე).

აღსანიშნავია, რომ მათი ნამუშევრები ჟურნალში - „მეოცნებე ნიამორები“, დაიბეჭდა.

 „ვულოცავთ ჩვენს მოსწავლეებსა და მათ მასწავლებლებს მიღწეულ წარმატებებს და მადლობას ვუხდით პროექტ  „მეოცნებე ნიამორების“ ხელმძღვანელებს: ბატონ თამაზ ცხადაძესა და ბატონ მერაბ კვიცარიძეს ნიჭიერი ახალგაზრდების აღმოჩენის, მოსწავლეების შემოქმედებითი მუშაობის წახალისების, მათი ნამუშევრების პოპულარიზაციისა და შემოქმედებითი მოტივაციისათვის“.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203