ძმაგულის საჯარო სკოლის 9 მასწავლებელი პედაგოგი მასწავლებელთა რაიონულ კონფერენციაში მონაწილეობდა
26-12-2022

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ძმაგულის საჯარო სკოლის მასწავლებლები პროფესიულ განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ, ამ მიზნით კი სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებასა თუ კონფერენციაში არიან ჩართულნი.

24 დეკემბერს, ხულოში განახლების საჯარო სკოლაში ჩატარდა მასწავლებელთა კონფერენცია, რომელშიც, მუნიციპალიტეტის მასშტაბით ჩართულ 48 პედაგოგს შორის, ძმაგულის საჯარო სკოლის 9 მასწავლებელიც მონაწილეობდა. 

„მადლობა, ორგანზატორ - განახლების საჯარო სკოლას, პარტნიორ დიოკნისის საჯარო სკოლას, ხულოს რესურსცენტრს და მის უფროსს ბატონ ედუარდ მიქელაძეს, იმისთვის, რომ პედაგოგებს საშუალება მოგვეცა, ჩვენს მიერ დაგროვილი ცოდნა და გამოცდილება კოლეგებისათვის გაგვეზიარებინა“, - აღნიშნავენ სკოლაში.

კონფერენციამ წარმატებით ჩაიარა, მასწავლებლებმა საინტერესო საკითხების შესახებ ისაუბრეს.

კონფერენციაზე ძმაგულის საჯარო სკოლიდან  წარდგნენ - ხათუნა შავაძე, ხათუნა ასლანიძე, ქეთევან ტალახაძე, ნადია მახარაძე, ზოია მახარაძე, თეიმურაზ მახარაძე, ირა ცეცხლაძე, რამაზ მახარაძე და მალხაზ მახარაძე. 

სასკოლო საზოგადოება მათ წარმომადგენლებს წარმატებას უსურვებს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203