წყალტუბოს N1 სკოლის მეექვსეკლასელ​ები კლასის საათზე ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატს გამოეხმაურნენ
26-12-2022
ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის პედაგოგები გამორჩეული არიან იმ საინტერესო აქტივობებით, რასაც მოსწავლეებს სთავაზობენ. 

ამჯერად, სკოლაში ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატს გამოეხმაურნენ. მე-6 კლასში კლასის საათი სწორედ ამ თემას დაეთმო. მის მიმდინარეობაში ყველა დიდი მონდომებით ჩაერთო, მოსწავლეებმა ინფორმაცია მოიძიეს და საყვარელი ფეხბურთელებისა თუ გუნდების შესახებ ისაუბრეს. 

მათ ქართული მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი „ფეოლაც“ ნახეს. კლასის საათის მიზანი მოსწავლეების გააქტიურება, ქართული ფილმის პოპულარიაზაცია და სპორტის მიმართ ინტერესის გაღვივება იყო.

„თემა, რომელიც ერთნაირად საინტერესო აღმოჩნდა კლასის ყველა მოსწავლისათვის. თაზო კუხიანიძემ, რომელიც გატაცებულია ფეხბურთით მოგვიყვა ფეხბურთის წესების შესახებ. დათომ, ნინიმ, ანამ, თათულიმ, ლიზიმ, თამარმა, ნიკოლოზმა ისაუბრეს თავიანთი საყვარელი ფეხბურთელების შესახებ, მათ შორის კვარაცხელიას, მესისა და ნეიმარის შესახებ.
„ფეხბურთის მომავალი ხომ ბავშვებში იჭედება“,- აღნიშნავს პედაგოგი. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203