ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ განახლების საჯარო სკოლის მოსწავლეები ფეხბურთის ტურნირში მონაწილეობდნენ
26-12-2022

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ განახლების საჯარო სკოლის მოსწავლეები სპორტულ აქტივობებში განსაკუთრებული მონდომებით ერთვებიან.

ამჯერად, ისინი, საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში, ხულოს რესურსცენტრის ორგანიზებით, სასპორტო სკოლის ხელშოწყობით და საჯარო სკოლების აქტიური ჩართულობით გამართულ ტურნირში მონაწილეობდნენ. 

ტურნირი ფეხბურთში გოგონებსა და ვაჟებს შორის გაიმართა, მასში მოსწავლეები უდიდესი ხალისითა და მონდომებით ჩაერთნენ, დრო ნაყოფიერად გაატარეს და შესაძლებლობები გამოავლინეს.

აღნიშნული შეჯიბრი ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვისა და პოპულარიზაციის მიზნით ჩატარდა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203