ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ განახლების საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დიდ შესვენებაზე სახალისო მათემატიკური აქტივობები შეასრულეს
26-12-2022

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ განახლების საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებზე მაქსიმალურად მორგებული გარემოა შექმნილი. პროფესიონალი პედაგოგები არამხოლოდ მათი ცოდნის გაღრმავებაზე, არამედ მოტივირებასა და განწყობაზეც ზრუნავენ. სწორედ ამ მიზნით საინტერესო აქტივობებს სთავაზობენ. 

სკოლაში მოსწავლეები დროს დიდ დასვენებაზეც ძალიან ნაყოფიერად ატარებენ. ამჯერად, მათ სახალისო მათემატიკური აქტივობები ხათუნა მასწავლებლის ხელმძღვანელობით შეასრულეს. 

მათ დიდი ინტერესი და მონდომება გამოიჩინეს, იაქტიურეს და შესაძლებლობები გამოავლინეს.

„დიდ დასვენებაზე ბავშვები რომ გაერთონ, ამავდროულად, ისწავლონ, საუკეთესო საშუალება მათემატიკური თამაშობებია. ხათუნა მასწავლებელმა მათემატიკური შეჯიბრით გაახალისა თავისი პატარები“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203