ზემო ხანდაკის საჯარო სკოლის მე-7 კლასში მხატვრული კითხვის გაკვეთილი ჩატარდა
04-12-2022

პოლკოვნიკ ტარიელ შარიფაშვილის სახელობის კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხანდაკის საჯარო სკოლის მე-7 კლასში, საინტერესო მხატვრული კითხვის გაკვეთილი ჩატარდა, რომელსაც კლასის დამრიგებელი მაყვალა ბარნაბიშვილი ხელმძღვანელობდა.

მოსწავლეებმა წარმოადგინეს რევაზ ინანიშვილის მოთხრობების პრეზენტაცია და საუკეთესო ნაწარმოებები, ვიზუალიზაციისთვის დაფაზე გააკრეს.

მოსწავლეებისთვის ძალიან სახალისო აღმოჩნდა საგაკვეთილო პროცესი. მსგავსი აქტივობებით, ისინი იღებენ ახალ და საინტერესო ინფორმაციებს და ამასთან ერთად, სწორ მეტყველებასა და ორატორულ უნარებს გამოიმუშავებენ.

სკოლის დირექცია მადლობას უხდის მასწავლებელსა და მოსწავლეებს საინტერესო გაკვეთილის ჩატარებისთვის და იმედოვნებს, რომ ხშირად განხორციელდება მსგავსი შეხვედრები.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203