ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ განახლების საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მინიფეხბურთის ტურნირში საპრიზო ადგილი დაიკავეს
26-12-2022

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ განახლების საჯარო სკოლის მოსწავლეები სპორტულ აქტივობებში ხშირად ერთვებიან. 

ამჯერად, ისინი ხულოს რესურსცენტრის ხელშეწყობითა და სპორტ სკოლის ინიციატივით გამართულ, წარსულში ცნობილი ფეხბურთელის ავთანდილ რიჟვაძის ხსოვნისადმი მიძღვნილ მინიფეხბურთის ტურნირში მონაწილეობდნენ. 

შეჯიბრი 2014-2015 წლებში დაბადებულ ვაჟთა შორის გაიმართა. 

მოსწავლეებმა ღირსეულად იასპარეზეს, სპორტული შესაძლებლობები გამოავლინეს და საპრიზო - მესამე ადგილი დაიკავეს. სკოლაში მათი წარმატებით ამაყობენ და მომავალშიც წინსვლას უსურვებენ.

აღსანიშნავია, რომ ტურნირის მიზანი ფეხბურთის პოპულარიზაცია და მოზარდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება იყო.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203