ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ განახლების საჯარო სკოლის მოსწავლეები ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ დიდი ინტერესით ჩაერთნენ
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ განახლების საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ.
მათ შესაძლებლობები გამოავლინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
„მადლობა მათ ასეთი აქტიურობისათვის, ასევე მადლობა თამილა მასწავლებელს, მხარდაჭერისთვის და ტექნიკური მხარის უზრუნველყოფისათვის“,- აღნიშნავენ სკოლაში.
ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით იმართება.
30 ნოემბერს კონკურსის პირველი ეტაპი და ხულოს მუნიციპალიტეტის მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ შეჯიბრში მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ.
კონკურსის ყველა მონაწილე მოსწავლე „ეტალონის“ სპეციალური სახელობითი ონლაინ სიგელით დაჯილდოვდა.
კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით შეირჩნენ მოსწავლეები, რომლებიც ერთმანეთს მეორე ეტაპზე მუნიციპალიტეტების მიხედვით „ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრნენ. კონკურსის II ეტაპი 2 დეკემბერს ასევე დისტანციურ რეჟიმში გაიმართა.
იხილეთ ფოტოები: