ზემო ხანდაკის საჯარო სკოლა მოსწავლეებმა საახალწლოდ მორთეს
26-12-2022

პოლკოვნიკ ტარიელ შარიფაშვილის სახელობის კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხანდაკის საჯარო სკოლაში წინასაახალწლო სამზადისია. მოსწავლეებმა სკოლის კედლები საახალწლოდ მოხატეს  და სასწავლო გარემო გაალამაზეს.

ახალი წლის ჯადოსნური დღესასწაულისთვის განსაკუთრებით ბაშვები ემზადებიან, სწორედ ამიტომ, ამ სახალისო აქტივობაში დიდი სიამოვნებით ჩაერთნენ და მოუთმენლად ელიან 2023 წლის შემობრძანებას.

აქტივობა მოსწავლეებმა, ხელოვნების მასწავლებელ თამარ კელაპტრიშვილის ხელმძღვანელობით განახორციელეს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებისთვის ეს დღე ძალიან დასამახსოვრებელი და სასიამოვნო იყო.

იხილეთ ვიდეო:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203