მეორე ობჩის საჯარო სკოლის მოსწავლე გიორგი ბურჯანაძემ თავისუფალ ჭიდაობაში, მუნიციპალურ პირველობაზე 1-ელი ადგილი დაიკავა
23-12-2022

ბაღდათის მუნიციპალიტეტში სოფელ მეორე ობჩის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებაში ხშირად ერთვებიან და წარმატებით ასპარეზობენ. ამჯერად, სკოლაში XII კლასის მოსწავლის - გიორგი ბურჯანაძის წარმატებას აღნიშნავენ. 

მუნიციპალიტეტში სპორტსკოლის დაარსების 55 წლისთავს თავისუფალ ჭიდაობაში საჯარო სკოლებს შორის პირადი გუნდური პირველობა მიეძღვნა. მოსწავლემ 75 კგ წონით კატეგორიაში 1-ლი ადგილი დაიკავა. მას ღონისძიების დასასრულს დიპლომი გადაეცა. 

სკოლა გამარჯვებულ მოსწავლეს მიღწეულ შედეგს ულოცავს და კიდევ ბევრ წარმატებას უსურვებს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203