
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქსოვრისის საჯარო სკოლაში STEM საგნებით მოსწავლეთა დაინტერესებისა და მოტივაციის გაზრდის მიზნით, STEM კლუბი „ჩხირკედელა“ ჩამოყალიბდა.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, პროექტს ქველმოქმედი ძმები კახაბერ და კოტე ჟღენტები ხელმძღვანელობენ. მათ საკუთარი ფინანსებით შეიძინეს რესურსები და მოკლე დროში შეძლეს მოსწავლეების STEM საგნებით დაინტერესება.
დღეისთვის ორი ჯგუფი მუშაობს STEM პროგრამით, მსურველების რიცხვი კი, დღითი დღე იზრდება.
სკოლის დირექცია მადლობას უხდის კახაბერ და კოტე ჟღენტებს უანგარო დახმარების, ბავშვების გახარებისა და მათი დაინტერესებისათვის.
იხილეთ ფოტოები: