
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ დვაბზუს საჯარო სკოლის მოსწავლეები ლიტერატურის მიმართ დიდ ინტერესს ავლენენ. სკოლაში ლიტერატურული კლუბი „საფიხვნო“ ფუნქციონირებს, რომლის წევრებმაც ლიტერატურულ კაფეში სალონური საუბრები მოაწყვეს. მათ „ეპოქის სახეები“ - გურამ რჩეულიშვილისა და ლადო ასათიანის სახით გაიხსენეს.
ღონისძიებას, რომლის ხელმძღვანელიც კლუბ „საფიხვნოს“ კურატორი, ქართული ენისა და ლიტერატურის უფროსი პედაგოგი - ნათელა ღლონტი იყო, მასწავლებლები და დირექციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
როგორც სკოლაში აღნიშნეს, ლიტერატურის მოყვარულთათვის საღამო საინტერესო და ლამაზი გამოვიდა, რომლიც დასასრულსაც ყველანი დადებითი ემოციებით დაიმუხტნენ.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეებს ლიტერატურის მიმართ ინტერესს უღვივებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მათი განვითარებისთვის.
იხილეთ ფოტოები: