ჭალის საჯარო სკოლაში, მოსწავლეებისთვის საახალწლო ტრადიციების გაცნობის მიზნით, დისტანციური გაკვეთილი ჩატარდა
23-12-2022

საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალის საჯარო სკოლაში, საახალწლო ტრადიციების გაცნობის მიზნით, დისტანციური გაკვეთილი დაიგეგმა და ჩატარდა. 

ის მე-6, მე-7 კლასის მოსწავლეებისა და ქართული ენის დისტანციური სკოლის მოსწავლეების (მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ქართველი ბავშვები) მონაწილობით გაიმართა.

მის მიმდინარეობაში ყველა დიდი მონდომებით ჩაერთო, მათ სხვადასხვა აქტივობა გამართეს - იმღერეს, ლექსები წაიკითხეს, ხელნაკეთი საახალწლო აქსესუარები, ნახატები და აპლიკაციები წარადგინეს. გაკვეთილი ინტერაქტიული ხასიათის იყო, მოსწავლეები ერთმანეთს სხვადასხვა ელექტრონული სავარჯიშოს შესრულებასა და გამოცანების გამოცნობაში ეჯიბრებოდნენ.

გაკვეთილს ფილოლოგი, ქართული ენის დისტანციური სკოლის მასწავლებელი ირმა კრაველიძე უძღვებოდა. 

„მოსწავლეებმა თავიანთი სიყვარული და მონატრება გამოხატეს თანატოლების მიმართ, ერთმანეთს გაუზიარეს საახალწლო ემოციები და იმ ქვეყნის საახალწლო წეს-ჩვეულებები, რომელ ქვეყანაშიდაც მათ ცხოვრება უწევთ. მოსწავლეებს უდიდათ ეს შეხვედრა უსასრულოდ  გაგრძელებულიყო“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203