„სახალისო მათემატიკა“​ - ზიკილიის საჯარო სკოლაში საინტერესო კონკურსი ჩატარდა
23-12-2022

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ზიკილიის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა, როგორც ცოდნის ისე ინტელექტუალური და ანალიტიკური უნარების განვითარებას უდიდესი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით, დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან საგანმანათლებლო ღონისძიებებს, კონკურსებსა თუ აქტივობებს სთავაზობენ. 

სკოლაში ჩატარდა კონკურსი - „სახალისო მათემატიკა“, რომელშიც ხუთ გუნდად გადანაწილებული მე-5 და მე-6 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. 

კონკურსის ჩატარებას ხელმძღვანელობდნენ მათემატიკის მასწავლებლები - თამარ ქიმერიძე, ირმა გელაშვილი, მარეხი ხაბელაშვილი. 

მოსწავლეები ხალისით და მონდომებით ჩაერთვნენ აღნიშნულ კონკურსში. მოსწავლეებმა ნასწავლი მასალა დაუკავშირეს ცხოვრებისეულ სიტუაციურ ამოცანებს, აქტიურად უპასუხეს სახალისო კითხვებს, ითანამშრომლეს და იმუშავეს გუნდური პრინციპით.  

კონკურსი - „სახალისო მათემატიკა“ ორ ტურად წარიმართა. პირველ ტურში გამოვლინდა სამი გამარჯვებული გუნდი. ხოლო მეორე ტურში I, II და III ადგილები გადანაწილდა.  

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203