
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მედანის თემის საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრებმა მორიგი ძალიან მნიშვნელოვანი აქტივობა განახორციელეს. რაც მიზნად ისახავდა უმცროსი და უფროსი თაობის აღსაზრდელებს შორის კომუნიკაციისა და თანამშრომლობის დამყარებას.
სკოლის მოსწავლეებმა ხელმძღვანელ მასწავლებლებთან, ირმა ჩალიგავასა და ლუარა წახნაკიასთან ერთად, საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს საჩუქრად გადასცეს საკუთარი ბიბლიოთეკიდან მიტანილი წიგნები.
პატარები დიდი სიხარულით შეხვდნენ სტუმრებს, უფროს მეგობრებთან ერთად იმღერეს, იცეკვეს და დრო მხიარულად გაატარეს.
როგოც სკოლის დირექცია გვამცნობს, განხორციელებულმა აქტივობამ საფუძველი ჩაუყარა უფროს და უმცროს თაობას შორის ურთიერთობის გამყარებას და მსგავსი შეხვედრები მომავალშიც არაერთგზის განხორციელდება.
იხილეთ ფოტოები: