დიდაჭარის საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაში გაიმართა
23-12-2022

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიდაჭარის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტელექტუალური შესაძლებლობების განვითარებას დიდი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით, მოსწავლეებისთვის არაერთი საგანმანათლებლო ღონისძიება იმართება. 

16 დეკემბერს, დიდაჭარის საჯარო სკოლაში, პედაგოგ მაგული გობაძის ხელმძღვანელობით, მე-11 კლასის მოსწავლეებმა, ინტელექტუალური თამაში - „რა? სად? როდის?“ გამართეს. თამაშში ირემაძეების (ორი გუნდი), ტუნაძეების, მეკეიძეების, საციხურის, ღორჯომის, აგარის საჯარო სკოლის მოსწავლეებისგან შექმნილი გუნდები მონაწილეობდნენ. 

ინტელექტუალურ თამაშში სულ 7 გუნდი იყო ჩართული. 

ინტელექტუალური თამაში ორ ეტაპად წარიმართა. მეორე, ფინალურ ეტაპზე ოთხი გუნდი გადავიდა

როგორც სკოლაში გვიყვებიან, თამაში ძალიან საინტერესო, სახალისო და აზარტული გამოვიდა, პირველი ადგილი ღორჯომის სკოლამ მოიპოვა, მეორე ადგილზე ირემაძეების სკოლა გავიდა, მესამე ადგილი კი მეკეიძეების სკოლას ხვდა წილად.

დიდაჭარის სკოლის დირექციამ მონაწილე გუნდები, გამარჯვებული და საპრიზო ადგილებზე გასულები სპეციალური პრიზებითა და სიგელებით დააჯილდოვა, ორგანიზატორებსა და აქტიურ მონაწილეებს კი მადლობის სიგელები გადასცა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203