„მექანიკური და ბუნებრივი ჟღერადობა მუსიკაში“ - წყალტუბოს N1 სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეებმა კომპლექსური დავალების საინტერესო პრეზენტაცია გამართეს
23-12-2022

ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მე-7 კლასში, მუსიკაში, საინტერესო კომპლექსური დავალების პრეზენტაცია ჩატარდა.

კლასის დამრიგებელი თათია ივანეიშვილი გახლავთ, პრეზენტაციას კი - პედაგოგი ქეთევან რატიანი ხელმძღვანელობდა.

კომპლექსური დავალების თემა - „მექანიკური და ბუნებრივი ჟღერადობა მუსიკაში“ გახლდათ.  

კომპლექსური დავალების ყველა ეტაპში მოსწავლეები ძალიან აქტიურად იყვნენ ჩართულნი, გაეცნენ იაპონურ საკრავებს და მათ ჟღერადობებს, სინთეზურ და ბუნებრივ ხმოვანებებს.

პრეზენტაციაზე წარმოადგინეს საინტერესო მოხსენებბები ტექნიკური და ბუნებრივი ჟღერადობების თანაარსებობაზე სამყაროში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203