„გლობალური პრობლემები და მდგრადი განვითარების მნიშვნელობა“ - თბილისის N136 სკოლაში საინტერესო კონფერენცია გაიმართა
23-12-2022

თბილისის N136 საჯარო სკოლის  XI, XI , XI, XI კლასებში, გეოგრაფიის მასწავლებელმა, ირმა რამიშვილმა თემაზე - „გლობალური პრობლემები და მდგრადი განვითარების მნიშვნელობა“ გეოგრაფიული კონფერენცია ჩაატარა.

მოსწავლეები, სხვადასხვა ინტერნეტგვერდზე არსებულ ინფორმაციას მდგრადი განვითარების მიზნებისა და ამოცანების შესახებ, დიდი ინტერესითა და მონდომებით გაეცვნენ.

მოხსენებები და პრეზენტაცია პროგრამა PowerPoint-ში მოამზადეს.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, კონფერენციაზე თითოეულმა მოსწავლემ მოხსენება წარმოადგინა და მეგობრებს მდგრადი განვითარების ერთი მიზანი და შესაბამისი ამოცანები გააცნო.

კონფერენციაზე ასევე, წარმოადგინეს მოხსენებები, რომელიც გლობალური პრობლემების გადაჭრისთვის მდგრადი განვითარების მიზნების შესრულების მნიშვნელობას და მდგრადი განვითარების სოციალურ ასპექტებს ეხებოდა.

„კონფერენციის შემდეგ მოსწავლეებმა ერთმანეთს მოსაზრებები გაუზიარეს, იმის შესახებ, რომ თანამედროვე გლბოალური პრობლემების გადაჭრისთვის,  მდგრადი განვითარების მიზნების განხორიცელებას ერთიანი ძალისხმევითა და თითოეული ადამიანის ჩართულობით დიდი მნიშვნელობა აქვს“, - აღნიშნავენ სკოლაში.

კონფერენციის ბოლოს, მოსწავლეებმა საინფორმაციო სტენდი გააკეთეს, რომელიც მდგრადი განვითარების მიზნების მიმართ ცნობიერების ამაღლებას შეუწყობს ხელს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203