დაბა შუახევის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სატყეო საქმის პროფესიული უნარების განვითარების კურსები წარმატებით გაიარეს
დაბა შუახევის საჯარო სკოლის მოსწავლეები სატყეო საქმის პროფესიული უნარების განვითარების მოკლევადიან კურსებში მონაწილეობდნენ.
აღნიშნული პროექტი წარმატებით დასრულდა, მის ფარგლებში სასწავლო ექსკურსიები ბოტანიკური ბაღში გაიმართა, მოსწავლეებმა მოინახულეს კოლეჯი „ახალი ტალღა“, მათ სატყეო სწავლების აუდიტორია დაათვალიერეს, სადაც ფორმები მოირგეს და სამუშაო იარაღები ნახეს.
პროექტის მიზანი იყო მოსწავლეებს სატყეო საქმის ძირითადი პრინციპები პრაქტიკულად გაეგოთ, პროფესიული უნარები განევითარებინათ და პროფესიის არჩევა გამარტივებოდათ.
მისი ხელმძღვანელები დაბა შუახევის საჯაროს სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელი ნინო ბერიძე და კორტოხის საჯარო სკოლის მასწავლებელი მარინა პაქსაძე იყვენენ.
„პროექტის ფარგლებში ვეწვიეთ დაბა შუახევის სატყეო სააგენტოს, სადაც მოსწავლეებმა დაათვალიერეს სამუშაო გარემო. ასევე მოირგეს სამსახურებრივი როლები, წარმოადგინეს პრეზენტაციები პროექტის ფარგლებში მიღებული ცოდნის და უნარების დემონსტრირებისათვის“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: