„ტოლერანტობა“ - თამარისის N1 საჯარო სკოლაში საინტერესო ღონისძიება გაიმართა
23-12-2022
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ თამარისის N1 საჯარო სკოლის მისიაა აღზარდოს ტოლერანტი მოქალაქეები, რასაც პირნათლად ასრულებს.

რა თქმა უნდა, სკოლაში არ გამორჩენიათ ტოლერანტობის საერთაშორისო დღის აღნიშვნა. 

16 ნოემბერს სკოლაში საინტერესო ღონისძიება გაიმართა.

სტუმრების ქართული, აზერბაიჯანული და სომხური ტრადიციული კერძებით გამასპინძლების შემდეგ, მოსწავლეებმა მათი ეთნიკური კულტურა წარმოაჩინეს და დამსწრე საზოგადოებას მრავალფეროვანი და საინტერესო ნომრები შესთავაზეს. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიებამ მხიარულ და საინტერესო ვითარებაში ჩაიარა.

ღონისძიება პროექტის -„ტოლერანტობა“ ფარგლებში ჩატარდა. პროექტის ხელმძღვანელი მანანა ხუციშვილი გახლავთ.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203