
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის დაბა მანგლისის N1 საჯარო სკოლაში წინასაახალწლო განწყობაა. მოსწავლეები საახალწლო ღონისძიებისთვის აქტიურად ემზადებიან.
გამომდინარე იქიდან, რომ მე-12 კლასელებისთვის, სკოლის კედლებში ბოლო საახალწლო ღონისძიებაა, ნაძვის ხის მორთვა სიმბოლურად, მათ გადაწყვიტეს. ამ პროცესს ყველა ხალისით შეუერთდა და დროც მხიარულად გაატარეს.
„სრულიად საქართველოს ვულოცავთ დამდეგ ახალ წელს! ყველასთვის სიხარულის, მშვიდობის და ბედნიერების წელი დამდგარიყოს“, - გვეუბნებიან სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: