ობუჯის თემის N1 საჯარო სკოლაში ინგლისური ენის კონკურსი ჩატარდა
23-12-2022

გიორგი მებონიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ობუჯის თემის N1 საჯარო სკოლის უცხო ენების კათედრის თავმჯდომარის - თამარ მაქაცარიას და ინგლისური ენის პედაგოგების - ეკატერინე ლუკავასა და ეკა რურუას ურთიერთთანამშრომლობით, კონკურსი - Spelling Bee ჩატარდა.

კონკურსში ობუჯის თემის N1, სამესხიოს და ჯაღირის სკოლების მე-5 კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ. მოსწავლეები კონკურსში ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ, ცოდნა და შესაძლებლობები გამოავლინეს.

გამოვლინდა სამი გამარჯვებული მოსწავლე:

  • I ადგილი- გიგი სონგულია;
  • II ადგილი - ლაშა გელანტია;
  • III ადგილი - დემეტრე მებონია;

როგორ სკოლაში აღნიშნავენ, მოსწავლეებს ძალიან მოეწონათ განსხვავებული და მრავალფეროვანი აქტივობები.

აღსანიშნავია, რომ ​ობუჯის თემის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები ინგლისურ ენას საინტერესო აქტივობებით სწავლობენ. პედაგოგები მოსწავლეებს ცოდნის გაღრმავებისა და განმტკიცების მიზნით სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებას თუ კონკურსს სთავაზობენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203