ამერიკული საერთაშორისო სკოლა-კოლეჯ „პროგრესის“ სამაგიდო თამაშების კლუბში სემესტრის შემაჯამებელი აქტივობა ჩატარდა
23-12-2022
ამერიკულ საერთაშორისო სკოლა-კოლეჯ „პროგრესში“ მოსწავლეთა ინტერესებსა და განვითარებაზე ორიენტირებული გარემოა შექმნილი. 

ამჯერად, სამაგიდო თამაშების კლუბში სემესტრის შემაჯამებელი აქტივობა ჩატარდა, მონაწილეები ერთმანეთს კატანის თამაშში ეჯიბრებოდნენ, სადაც მათ სწორი სტრატეგიით ხელსაყრელი გადაწყვეტილებები უნდა მიეღოთ. 

მოსწავლეები მის მიმდინარეობაში დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ. მათ შესაძლებლობები გამოავლინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.

აღსანიშნავია, რომ კლუბი ავითარებს კრიტიკულ და ანალიტიკურ აზროვნებას, დროის მენეჯმენტის უნარს. მისი ხელმძღვანელი ჯემალ მანჯგალაძეა. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203