თბილისის N136 საჯარო სკოლის მეხუთეკლასელები ხელოვნების სასახლეს ესტუმრნენ
23-12-2022
თბილისის N136 საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეები ხელოვნების სასახლეს ეწვივნენ. გასვლით გაკვეთილს დამრიგებელ თეა კიბახიძე ხელმძღვანელობდა.

შემეცნებითი ვიზიტი 21 დეკემბერს გაიმართა.

როგორც დირექცია გვამცნობს, მოსწავლეებმა დაათვალიერეს სასახლეში დაცული ექსპონატები, მოისმინეს სასახლის დაარსების საინტერესო ისტორია.

საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, გაეცნენ საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში დამკვიდრებულ ძველ საშობაო ტრადიციებს.

დღე სახალისო აქტივობით დასრულდა, ბავშვებმა საშობაო ანგელოზების ფიგურები დაამზადეს.

გასვლითი გაკვეთილი ძალიან საინტერესო და სახალისო აღმოჩნდა მოსწავლეებისთვის. მათთვის ეს ფორმატი შემეცნებითთან ერთად, ძალიან სახალისო და დასამახსოვრებელია.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203