ქუთაისის N38 სკოლის მე-7 კლასის მოსწავლემ, გიორგი გურულმა ინგლისურისა და მათემატიკის ოლიმპიადაზე ოქროს მედალი მოიპოვა
23-12-2022

ქუთაისის N38 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა ტურნირსა და ოლიმპიადაში საკუთარ ძალებს ხშირად ცდიან და წარმატებასაც აღწევენ. ამჯერად, კი სკოლის მე-7 კლასის მოსწავლემ, გიორგი გურულმა „კინგსის“, ინგლისურისა და მათემატიკის ოლიმპიადაზე ოქროს მედალი მოიპოვა.

მოსწავლემ საკუთარი შესაძლებლობები გამოავლინა. გამარჯვებულ მეშვიდეკლასელეს ოქროს მედლის გარდა, სერტიფიკატიც გადაეცა.

აღსანიშნავია, რომ მსგავს ოლიმპიადებში მონაწილეობა მოსწავლეთათვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მათ შესაძლებლობების გამოვლენის და უნარების გაუმჯობესების შესაძლებლობა ეძლევათ, მიღწეული წარმატება კი მოტივაციას უმაღლებთ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203